ფრანგული ენის მასწავლებელი

ჩემს შესახებ

ფრანგული ენა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის სფერო, რომელთანაც უკვე მრავალი წელია ჩემი ცხოვრებაა დაკავშირებული. სპეციალობით ფრანგული ენის ფილოლოგს საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და გამოყენებითი ენების მიმართულებით მიღებული მაგისტრის ხარისხი მაძლევს მყარ აკადემიურ საფუძველს, თუმცა ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილებაც.

10 + წელი ფრანგულ კომპანიებთან დისტანციურად მუშაობამ და ენის ყოველდღიურად რეალურ, პროფესიულ გარემოში გამოყენებამ დამანახა, რამდენად განსხვავდება სახელმძღვანელოში ნასწავლი ფრანგული ენა იმისგან, რასაც ყოველდღიურ და პროფესიულ ცხოვრებაში რეალურად ვიყენებთ. უკვე 13 წელია, რაც ფრანგულს ვასწავლი — ინდივიდუალურად და ჯგუფებში. ამ პერიოდში ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ სწავლა იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ კომფორტული და მორგებული თითოეული მოსწავლის მიზნებსა და ტემპს. სწორედ ამ იდეით შევქმენი 2023 წელს „ფრანგული ენის კურსები ონლაინ“ — სივრცე, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ფრანგული თქვენი რიტმით, გაიუმჯობესოთ საუბრის უნარები, მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდებისთვის და, რაც მთავარია, ფრანგული რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოთ.

ამ პლატფორმის უკან, პირველ რიგში, დგას ჩემი სიყვარული ფრანგული ენისა და კულტურის, ასევე ცოდნის გაზიარებისა და სწავლების მიმართ. უცხო ენის სწავლა საკუთარ თავში რწმენასა და თავისუფლებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა თბილი, მეგობრული და მხარდამჭერი გარემო, სადაც მოსწავლე თავს თავისუფლად იგრძნობს, არ შეეშინდება შეცდომების დაშვების, შეძლებს საუბარს და თანდათანობით მიაღწევს შედეგს. მჯერა, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულად სწავლობს და ყველას სჭირდება საჭიროებებზე მორგებული მიდგომა. ამიტომ ჩემთვის სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია: მოსმენა, კეთილგანწყობა, ინდივიდუალური მიდგომა და მოქნილობა. ასევე მეგობრული და კომფორტული ატმოსფერო, რადგან მჯერა, რომ სასიამოვნო გარემოში სწავლა მიღწევის წინაპირობაა. სასწავლო მასალებს, აქტივობებსა და საშინაო დავალებებს ვარჩევ თითოეული მოსწავლის საჭიროებების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ვქმნი მათზე მორგებულ დავალებებს. ასევე, მუდმივად ვუზიარებ მათ ტექნიკებს, რომლებიც ეხმარება ახალი სიტყვების უფრო მარტივად დამახსოვრებაში, გამოთქმის გაუმჯობესებასა და ზეპირ მეტყველებაში.

მსურს, თითოეულ მოსწავლეს დავეხმარო, რომ ფრანგული უფრო ბუნებრივად, თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად გამოიყენოს.

სიამოვნებით ვიქნები შენი ფრანგულის მასწავლებელი! ❤️